გამოგვიწერეთ

კალათბურთი

NBA ახალი ჩემპიონის მოლოდინში – ლიგაში კონფერენციის ფინალები იწყება

გააზიარეთ

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის წლევანდელი სეზონი გადამწყვეტ ფაზას უახლოვდება – დასავლეთი კონფერენციის ფინალებში ერთმანეთს მინესოტა ტიმბერვულვზი და ოკლაჰომა სითი შეხვდებიან, ხოლო აღმოსავლეთის ჩემპიონი ნიუ იორკ ნიქსსა და ინდიანა პეისერსს შორის გაირკვევა.

აღსანიშნავია, რომ მათგან 2 გუნდი კონფერენციის ტიტულისთვის ზედიზედ მეორედ იბრძვის – წინა წელს მინესოტა დალას მავერიქსთან დამარცხდა, ხოლო ინდიანა ბოსტონ სელთიქსთან. რაც შეეხება ნიქსსა და ოკლაჰომას, ეს უკანასკნელი ბოლოს კონფერენციის ფინალებში 2016 წელს იყო და მოქმედ ჩემპიონ გოლდენ სტეიტთან დამარცხდა, ხოლო ნიუ იორკს ასეთი შანსი ბოლოს 2000 წელს ჰქონდა.

აღმოსავლეთი კონფერენციის შედეგები ბევრისთვის მოულოდნელი იყო – ნიუ იორკმა მოქმედი ჩემპიონი ბოსტონი 6 თამაშში, 4-2 დაამარცხა, ხოლო ინდიანამ წლევანდელი რეგულარული სეზონის ჩემპიონს უპრობლემოდ, 4-1 სძლია.

შედეგები უფრო მოსალოდნელი იყო დასავლეთში, ოკლაჰომამ გაჭირვებით, თუმცა მაინც დაამარცხა ნიკოლა იოკიჩის დენვერი, ხოლო მინესოტამ სტეფ კარის გარეშე დარჩენილი გოლდენ სტეიტი 4-1 გაანადგურა.

ბუკმეიკერები ფავორიტებად ოკლაჰომასა და ნიუ იორკს მიიჩნევენ, ორივე გუნდს საკუთარი მოედნის უპირატესობა აქვს და Game 7-ის შემთხვევაში მატჩს უმასპინძლებს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად კალათბურთი