გამოგვიწერეთ

საქართველოს ჩემპიონატი

კახური დერბი უგოლოდ დასრულდა

გააზიარეთ

ეროვნული ლიგის 24-ე ტურში დღეს ყურადღების ცენტრში კახური დერბი აღმოჩნდა. თელავმა საკუთარ მოედანზე გარეჯი მიიღო. შეხვედრა დაძაბულ და ფიზიკურ ბრძოლაში წარიმართა, თუმცა გოლი ვერცრთმა გუნდმა ვერ გაიტანა და საბოლოო ანგარიში 0:0 დაფიქსირდა.

მატჩში ორივე მხარეს ჰქონდა საგოლე ეპიზოდები, განსაკუთრებით მეორე ტაიმში, თუმცა ხან მეკარეების კარგი თამაში, ხანაც ბოლო მომენტში დაშვებული შეცდომები გადამწყვეტი აღმოჩნდა.

სატურნირო მდგომარეობაში მცირე ცვლილებები მაინც დაფიქსირდა: 24 ტურის შემდეგ თელავს 19 ქულა მოუგროვდა და ბოლო წინა, მე-9 ადგილზეა. გარეჯს კი 22 ქულა აქვს და ერთი საფეხურით მაღლა, მერვე პოზიციას იკავებს.

კახური დერბის უგოლოდ დასრულებამ ორივე გუნდს ცოტა გაუარესა მდგომარეობა, რადგან მათი კონკურენტები ქულებს აქტიურად აგროვებენ და ბრძოლა გადარჩენისთვის სეზონის ბოლომდე დაძაბული იქნება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად საქართველოს ჩემპიონატი