გამოგვიწერეთ

საქართველოს ჩემპიონატი

კომფორტული გამარჯვება სახლში – დილა იბერიას მიუახლოვდა

გააზიარეთ

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-19 ტურში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ერთმანეთს გორის დილა და გარეჯი დაუპირისპირდნენ. გორელებმა შინაურ კედლებში აუღელვებლად შეძლეს მეტოქის დამარცხება — ანგარიშით 2:0.

თამაშს თავიდანვე გორელები აკონტროლებდნენ და გარეჯს საკუთარ ნახევარზე გადმოსვლის საშუალებას არ აძლევდნენ. საგარეჯოელებმა წნეხს ბოლომდე ვერ გაუძლეს და ანგარიში 34-ე წუთზე, დეო ბასინგას გოლით გაიხსნა. დილას დაწინაურებიდან მალევე შეეძლო სხვაობის გაზრდა, თუმცა მეტოქეს კარი ძელმა იხსნა. ამ მომენტიდან დაახლოებით ხუთ წუთში გარეჯს ჰქონდა ანგარიშის გათანაბრების შესაძლებლობა, მაგრამ კართან გასულმა პაპავამ შანსის რეალიზაცია ვერ მოახერხა.

მეორე ტაიმში სიტუაცია დიდად არ შეცვლილა — გორი თამაშს აკონტროლებდა, გარეჯი კი მომენტების ნაკლებობას განიცდიდა. დილას ანგარიშის გაზრდის კიდევ ერთი შანსი 75-ე წუთზე მიეცა — გორელებისთვის სამწუხაროდ შეყილაძის თაური კუტალაძემ მოიგერია.

შეხვედრის მეორე დამატებულ წუთზე გორელებმა მაინც მოახერხეს მეორე გოლის გატანა — ოთარ ფარულავას მიერ მოწოდებული კუთხურის შემდეგ, პედრო მენდეშმა დამატებაზე ზუსტად ითამაშა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ამ გამარჯვებით დილამ 41 ქულა დააგროვა და ჩემპიონატის ლიდერ იბერიასთან ჩამორჩენა სამ ქულამდე შეამცირა. გორელებს შემდეგი შეხვედრა 10 აგვისტოს, გაგრასთან ელით.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად საქართველოს ჩემპიონატი