გამოგვიწერეთ

საქართველოს ჩემპიონატი

ტორპედოს გამარჯვება ბოლო წუთზე

გააზიარეთ

ქუთაისის ტორპედომ ეროვნული ლიგის 19-ე ტურში წარუმატებელი სერია შეწყვიტა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. დირკ შუსტერის გუნდმა გაგრას 2:1 სძლია.

მატჩი ქუთაისელებისთვის მარტივად ნამდვილად არ წარიმართა, თუმცა ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ დაბრუნება მაინც შეძლეს. ანგარიში პირველ ტაიმში გაიხსნა. მე-17 წუთზე ახალწვეულმა კომნენ ანდრიჩმა თავი გამოიჩინა და სადებიუტო გოლით ტორპედო წინ გაიყვანა.

გაგრამ ანგარიშის გათანაბრება მეორე ტაიმის პირველივე წუთებზე შეძლო. თავი ოთარ გაგნიძემ გამოიჩინა. სტუმრები საბოლოო ჯამში არაფერს თმობდნენ და ქულასთან ახლოს იყვნენ, თუმცა ძირითადი დროის ამოწურვამდე წამებით ადრე ალეკო ბასილაძემ მასპინძლებს გამარჯვება მოუტანა.

ამ გამარჯვებით ქუთაისელებმა 30 ქულა დააგროვეს და მეოთხე ადგილზე არიან, შემდეგ ტურში კი ლიდერ იბერიას დაუპირისპირდებიან.

გაგრა 20 ქულით მეშვიდე პოზიციაზე იმყოფება და მომდევნო შეხვედრას გორის დილასთან ჩაატარებს.

მე-19 ტურის დასკვნითი მატჩი 4 აგვისტოს გაიმართება, როდესაც ერთმანეთს ბათუმისა და თბილისის დინამოები შეხვდებიან.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად საქართველოს ჩემპიონატი