გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

ლევან კორღალიძე: “ამ ბარიერს დავძლევთ და შემდეგ ეტაპზე გავალთ”

გააზიარეთ

უეფას კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩის წინ, სადაც იბერია 1999 ლევადიას უმასპინძლებს, ქართული გუნდის მთავარი მწვრთნელი, ლევან კორღალიძე მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და მატჩის წინა პრესკონფერენციაზე რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა.

“პირველ შეხვედრაში საგოლე მომენტების რეალიზება ვერ მოვახერხეთ. როცა ამდენ შანსს უშედეგოდ უშვებ ხელიდან, გოლის გაშვების საფრთხე ყოველთვის იზრდება. ეროვნული ჩემპიონატის მატჩებში ამ შესაძლებლობებს უკეთ ვიყენებთ, სამწუხაროდ, ევროპულ ასპარეზზე ეს არ გამოვიდა. იმედი მაქვს, თბილისში იმ მომენტებს, რაც სტუმრად ვერ გამოვიყენეთ, შევქმნით და ამჯერად გოლად ვაქცევთ.

ლევადიას თავკაცმა თქვა, რომ უკეთესი გუნდი იყვნენ, თუმცა კარის მიმართულებით პირველი დარტყმა 70-ე წუთზე განახორციელეს. იმდენი რეალური მომენტი, რაც ტალინში გვქონდა, საქართველოს ჩემპიონატშიც იშვიათად გვექნება.

არაფერს ვმალავ, ხელმძღვანელების მხრიდან უდიდეს ნდობას ვგრძნობ. ჩემპიონები გავხდით და კარგი თამაშით შედეგსაც მივაღწიეთ. ვერ ვიტყვი, რომ ახლა გუნდი ჩავარდნაშია, თუმცა მცირე რყევები ნამდვილად შეიმჩნევა. ამის გამოსასწორებლად არაფერს ვზოგავთ. ამ მომენტში ბევრი რამ დამოკიდებულია ჩემზე და ჩემს ფეხბურთელებზე. თუ უარყოფითი შედეგი დაფიქსირდება, შემდეგ გადაწყდება, გავაგრძელებ თუ არა მუშაობას. თუმცა იმ ერთწლიან პერიოდში ნაჩვენები შედეგი და თამაშის ხარისხი ჩემს ზურგს ამაგრებს. მჯერა ჩემი ბიჭების, დიდ იმედს ვამყარებ ჩვენს გულშემატკივარზე და დარწმუნებული ვარ ამ ეტაპს გადავლახავთ და წინ წავალთ!”, – თქვა კორღალიძემ.

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად ევროტურნირები