გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ლევან შენგელია ვერდიქტის მოლოდინშია

გააზიარეთ

მატჩის 43-ე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც მოედანზე ვითარება დაიძაბა და ფეხბურთელებს შორის შეხლა-შემოხლა დაიწყო. ამ ინციდენტში ლევან შენგელიაც მონაწილეობა, რომელმაც მეტოქე გუნდის ერთ-ერთ ფეხბურთელს თმაზე მოქაჩა, რაც მსაჯს არ გამოპარვია და ქართველ შემტევსაც ცხვირწინ წითელი ბარათი აუფრიალა.

ამ დროს ლევან შენგელიას ოფი საკუთარ მოედანზე კიფისიასთან უკვე 0:1 აგებდა. მეორე ტაიმში კაცნაკლულმა მასპინძლებმა კი გაათანაბრეს, მაგრამ მალევე ორი გოლი გაუშვეს და საბოლოოდ 1:3 დამარცხდნენ. ეს ყველაფერი კი საბერძნეთის ჩემპიონატის მეხუთე ტურში მოხდა.

როგორც ბერძნული მედია წერს, ლევან შენგელიას შესაძლოა სამ მატჩიანი დისკვალიფიკაცია გამოუწერონ, თუმცა საბოლოო ვერდიქტი საბერძნეთის სუპერლიგის სადისციპლინო კომიტეტმა უნდა თქვას.

ოფი ხუთი ტურის შემდეგ რთულ მდგომარეობაშია და სამი ქულით ოდენ მე-12 პოზიციაზეა. მომდევნო მატჩს შენგელიას გუნდი, ოღონდ მის გარეშე 4 ოქტომბერს საკუთარ მოედანზე არისთან გამართავს.

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად ლეგიონერები