გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ლუკას მარცხი და ყვითელი

გააზიარეთ

გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში კატასტროფული სტარტი აქვს ნიუნბერგს, სადაც ჩვენებური ლუკა ლოჩოშვილი ირიცხება. მესამე ტურში ნიუნბერგი გასვლაზე პრეუსენ მუნსტერს დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა.

ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა და არცთუ ურიგოდ. გაშვებულ გოლებში მას ვერ დავადანაშაულებთ, ხოლო რაც შეეხება შეფასებას Sofascore-ისგან მას 7,2 ქულა ერგო.

ლოჩოშვილმა ჯამში 10 ორთაბრძოლა მოიგო, ოთხი სახიფათო მდგომარეობა განმუხტა, 58 ზუსტი პასი გააკეთა და მატჩის ბოლო წუთზე ყვითელი ბარათიც მიიღო.

ნიუნბერგი სამი ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში უქულოდ არის, მომდევნო მატჩს კი 29 აგვისტოს პადერბორნის წინააღმდეგ გამართავს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად ლეგიონერები