გამოგვიწერეთ

კალათბურთი

მამუკელაშვილის პირველი კანადური ორმაგი

გააზიარეთ

საქართველოს ნაკრების ფორვარდმა სანდრო მამუკელაშვილმა 2025-26 წლების სეზონში პირველი ორმაგი დუბლი გაახერხა. თუმცა, ამით გუნდმა ვერ იხეირა და ვაშინგტონთან სტუმრად 117:138 დამარცხდა.

მამუკელაშვილი ისევ სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა და პარკეტზე 32:47 წუთი გაატარა. სანდრომ 13 ქულა, 11 მოხსნა, 2-2 პასი-ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. მამუმ ექვსიდან სამი სამქულიანი და სამიდან ორი ორქულიანი ჩააგდო. პასივში მხოლოდ ერთი დაკარგვა ჰქონდა, მისი მოედანზე ყოფნისას კი, ტორონტომ მეტოქეზე შვიდი ქულით ნაკლები ჩააგდო.

ტორონტოს 18 მოგება და 14 მარცხი მოუგროვდა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილზე რჩება. მომდევნო მატჩში კი, გოლდენ სტეიტს უმასპინძლებს.

წააგო გოგა ბითაძის ორლანდომაც. „ჯადოქრები“ შინ, შარლოტთან დამარცხდნენ – 105:120.

ქართველ ცენტრს მუხლის ტრავმა აწუხებს და მოედანზე ისევ არ გამოჩენილა.

ორლანდოელები 17 მოგებითა და 14 მარცხით მეექვსე ადგილზე არიან და მომდევნო მატჩს, შინ, დენვერთან გამართავენ.

რეკლამა

იხილე მეტი

იანვარი 2026
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი