გამოგვიწერეთ

კალათბურთი

მამუკელაშვილის ტორონტომ ბითაძის ორლანდო დაამარცხა

გააზიარეთ

NBA-ში „ქართული დერბი“ შედგა – სანდრო მამუკელაშვილის ტორონტომ გოგა ბითაძის ორლანდოს უმასპინძლა და 107:106 მოუგო.

თამაში ორლანდოელთა უპირატესობით დაიწყო და ერთი პერიოდი 20 ქულითაც კი დაწინაურდა. თუმცა, ტორონტომ ბოლომდე იბრძოლა, ანგარიში მატჩის დასრულებამდე ოთხი წუთით ადრე გაათანაბრა, მერე წინაც გავიდა. ბოლო შეტევა ფლორიდელების იყო, მაგრამ ბანკერომ სამქულიანი ააცილა და მატჩიც დასრულდა.

მამუკელაშვილი სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნდა და პარკეტზე 23:16 წუთი დაჰყო, რა დროშიც გუნდს 13 ქულა, 4 მოხსნა, თითო პასი, ჩაჭრა და დაფარება შესძინა. მამუმ შვიდიდან ხუთი ორქულიანი და სამივე საჯარიმო ჩააგდო, ხოლო სამი სამქულიანი ააცილა. ჩვენებურს დაკარგვა არ ჰქონია, ხოლო მისი მოედანზე ყოფნისას გუნდმა ქულა წააგო.

ტრავმით გამოწვეული ორმატჩიანი უქმობის შემდეგ ბითაძე საქმეში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო. გოგამ სათამაშოდ 15:48 წუთი მიიღო, მისი მონაგარი კი 2 ქულა, 5 მოხსნა, 2 დაფარება იყო. ბითაძემ ორიდან ერთი ორქულიანი ჩააგდო და ერთი საჯარიმო ააცილა, ბურთი არ დაუკარგავს, მისი მოედანზე ყოფნისას კი ორლანდომ ხუთი ქულა წააგო.

ტორონტოს 20 მოგება და 14 მარცხი მოუგროვდა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილზეა, ხოლო ორლანდო 18 მოგებითა და 15 წაგებით – მეექვსე ადგილზეა. მომდევნო მატჩი ორლანდოს 31 დეკემბერს, ინდიანასთან სტუმრად უწევს, ხოლო ტორონტო 1 იანვარს დენვერს დაუხვდება.

რეკლამა

იხილე მეტი

იანვარი 2026
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი