გამოგვიწერეთ

კალათბურთი

მამუკელაშვილის 12 ქულა და ტორონტოს მორიგი გამარჯვება

გააზიარეთ

სანდრო მამუკელაშვილის ტორონტო რეპტორსმა მორიგი მატჩი გამართა და საკუთარ მოედანზე კლივლენდ კავალიერსთან გამართა და 110:99 გაიმარჯვა.

ძირითადი ცენტრის, ჯეიკობ პოიტლის დაბრუნების გამო საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა ისევ სათაარიგოთა სკამზე გადაინაცვლა, მაგრამ პარკეტზე 21:13 წუთი მაინც გაატარა და საკმაოდ ნაყოფიერადაც: 12 ქულა, 9 მოხსნა, 3 პასი, 1 დაფარება. მამუკელაშვილმა სამივე ორქულიანი ჩააგდო, ხოლო ხუთი სამქულიანიდან ზუსტი ორი გამოდგა. სანდროს პასივში ერთი დაკარგვა და ერთი პერსონალური ფოლიც იყო. მისი მოედანზე ყოფნის პერიოდში კი, ტორონტომ მეტოქეზე შვიდი ქულით მეტი ჩააგდო.

ეს ტორონტოელთა ზედიზედ მერვე გამარჯვება იყო. კანადელები 13 მოგებითა და ხუთი მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილს მყარად ინარჩუნებენ. მომდევნო მატჩს ტორონტო 27 ნოემბერს, ინდიანა პეისერსთან ითამაშებს.

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი