გამოგვიწერეთ

კალათბურთი

მამუკელაშვილი და ტორონტო ცხრაზე გაჩერდნენ

გააზიარეთ

NBA-ში მორიგი მატჩები გაიმართა. სანდრო მამუკელაშვილის ტორონტო რეპტორსი ნიუ ორლეანს ესტუმრა და დაძაბულ, ოვერტაიმიანი მატჩი 111:118 წააგო. არადა, ამ მატჩამდე კანადელებს ზედიზედ ცხრა მოგება ჰქონდათ.

ჩვენებური თამაშში სათადრიგოთა სკამიდან ჩაერთო და პარკეტზე 19:16 წუთი დაჰყო. ამ დროში მამუკელაშვილის მონაგარმა 13 ქულა და 3 მოხსნა შეადგინა. მამუმ რვიდან ოთხი ორქულიანი, ორიდან ერთი სამქულიანი და ორიდან ორი საჯარიმო ჩააგდო. პასივში ერთი დაკარგვა ჰქონდა, ხოლო მისი მოედანზე ყოფნის პერიოდში ტორონტომ ქულა წააგო.

ტორონტოს 14 მოგება და ექვსი მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზეა. „რეპტილიები“ მომდევნო მატჩს 1 დეკემბერს, ნიუ იორკში, ნიქსთან ითამაშებს.

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი