გამოგვიწერეთ

კალათბურთი

მამუკელაშვილი: “უნდა დავამტკიცო, რაზეც ვლოცულობდი”

გააზიარეთ

ახალ სეზონს სანდრო მამუკელაშვილი ახალ გუნდში იწყებს – ამჯერად საქართველოს ნაკრების ფორვარდი ტორონტო რეპტორსის ღირსებას დაიცავს.

ტრადიციულ მედიის დღეზე მამუკელაშვილმა მედიის კითხვებს უპასუხა:

“ეს ოთხი წელი საკმაოდ რთული იყო, აღზევებებით და ჩავარდნებით სავსე, თუმცა ეტაპობრივად მივდიოდი იმ როლამდე, რომელიც ახლა მერგო.

როცა მწვრთნელი ასე გენდობა და შენს როლზე რჩევებს გაძლევს, თავდაჯერებაზე ძალიან კარგად მოქმედებს. გრძნობ, რომ სხვა დონის კალათბურთელი ხდები, რაც გაზრდილ მოვალეობებსაც ნიშნავს.

რაც ლიგაში ვარ, ვლოცულობდი, ამ ეტაპამდე მოვსულიყავი, ახლა კი უბრალოდ უნდა დავამტკიცო, რომ ამას ვიმსახურებდი”, – განაცხადა სანდრომ.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი