გამოგვიწერეთ

კალათბურთი

მამუკელაშვილი ხვალიდან თავისუფალია

გააზიარეთ

დიდი ალბათობით, საქართველოს ნაკრების კალათბურთელის, სანდრო მამუკელაშვილის ამერიკული კარიერა წელს დაპაუზდება. იქაური მედია წერს, რომ 1 ივლისიდან ქართველი ფორვარდი ბაზარზე თავისუფალი აგენტის სტატუსით გავა. თუმცა, არც იმას გამორიცხავენ, რომ სათამაშოდ ისევ ამერიკაში დარჩეს.

ერთია, მამუკელაშვილის მიმართ დიდ ინტერესს იჩენენ ევროპული კლუბებიც. საუბარი იყო ბარსელონაზე, სადაც მომავალი წლიდან თორნიკე შენგელიაც ითამაშებს. ასევე საუბარია ბერძნულ გრანდ პანათინაიკოსზეც. ქართველი კალათბურთელის დამატების სურვილი გუნდის თავკაცის, ერგინ ატამანმის იდეაა.

მამუკელაშვილი NBA-ში ოთხი სეზონია თამაშობს. ჩვენებური თავიდან მილუოკი ბაქსში გამოდიოდა, ბოლო სამი სეზონი კი, სან ანტონიო სპურსში გაატარა. გასულ სეზონში ჩვენებურმა 61 მატჩი ჩაატარა, საშუალო მაჩვენებლები კი ასეთი იყო: 11.2 წუთი, 6.3 ქულა, 3.1 მოხსნა და 0.8 პასი.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

მარტი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  

იხილეთ სრულად კალათბურთი