გამოგვიწერეთ

კალათბურთი

მამუკელაშვილს საუკეთესო მეექვსეს უწინასწარმეტყველებენ

გააზიარეთ

22 ოქტომბერს, გამთენიისას, სანდრო მამუკელაშვილი ლოს ანჯელეს ლეიკერსის მაისურით პირველ ოფიციალურ მატჩს ითამაშებს. კალიფორნიული გუნდი მეზობელ გოლდენ სტეიტს უმასპინძლებს.

მამუს ლეიკერსში გადასვლა დიდი მოვლენა იყო და ჩვენებურს ძირითად შემადგენლობაში ველოდით, მაგრამ ამერიკელი ექსპერტები სხვაგვარად ფიქრობენ. თუმცა, ეს ფიქრები მაინც საჩვენოა – სანდროს სეზონის საუკეთესო მე-6 ნომრობას უწინასწარმეტყველებენ.

აი, რას წერს Sports Illustrated-ის ჟურნალისტი რაიან უორდი:

„NBA-ს 17-გზის ჩემპიონი ლოს ანჯელეს ლეიკერსი განხორციელებული სერიოზული ცვლილებების შემდეგ, რეგულარულ ჩემპიონატს არენა Crypto.com-ზე სტეფ კარისა და გოლდენ სტეიტთან დახვედრით იწყებს.

სეზონის სტარტის წინ რამდენიმე თამამი პროგნოზი მოვამზადე: განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს სანდრო მამუკელაშვილი, რომელიც სავსებით შესაძლებელია ლეიკერსის მთავარ აღმოჩენად იქცეს.

მამუკელაშვილმა პრესეზონზე ბრწყინვალე მომზადება გაიარა და საკუთარი პოტენციალი წარმოაჩინა. მთავარ მწვრთნელ ჯეი ჯეი რედიკს მაქსიმალურად მართებს მისი გამოყენება. თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ სასტარტოში მძიმე ფორვარდის პოზიციაზე ზაირ უილიამსი დადგეს და მამუც ლეიკერსის გზას სათადარიგოთა სკამიდან შეუდგეს.

მე უფრო იმისკენ ვიხრები, რომ სასტარტოში ეთამაშა, რადგან წინა ხაზში უოკერ კესლერთან შეწყვილებული თავს ბრწყინვალედ წარმოაჩენდა. თუმცა, მეექვსე მოთამაშის როლში მამუკელაშვილი მრისხანე ძალა იქნება. მეტიც, საუკეთესო მეექვსეს წოდებისთვის იბრძოლებს.

რედიკისთვის მეორე ხუთეულის შემადგენლობაში ის საშიში იარაღი იქნება, რადგან მამუკელაშვილი უნივერსალური კალათბურთელის: შეუძლია სროლა, პასების დარიგება და მოხსნებზე ბრძოლა.

სეზონის ბოლოს მამუს სახელი ლოს ანჯელესის თითოეული გულშემატკივრისთვის ძალიან ცნობილი იქნება“.

შეგახსენებთ, მოსამზადებელ თამაშებში მამუს საშუალო მაჩვენებლები ასეთი იყო: 13.4 ქულა, 4.2 მოხსნა, 3.4 პასი, 55.6% თამაშიდან სროლებში.

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი