გამოგვიწერეთ

კალათბურთი

სუპერლიგის დებიუტანტის პირველი გამარჯვება

გააზიარეთ

სუპერლიგის მეოთხე ტური ახალციხეში დაიწყო, სადაც ტურნირის დებიუტანტმა პირველი გამარჯვება მოიპოვა.

ახალციხე-ივერიონი 78:74

(15:19; 19:13; 22:18; 22:24)

საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის მეოთხე ტური ახალციხეში გამართული მატჩით დაიწყო. სუპერლიგის დებიუტანტმა საკუთარ არენაზე გორის ივერიონი მიიღო და 78:74 დაამარცხა. ეს კლუბის ისტორიაში პირველი სუპერლიგური გამარჯვებაა.

თავიდან ივერიონი აქტიურობდა და გარკვეული პერიოდი წინაც იყო, მაგრამ მეორე ათწუთეულიდან სიტუაცია გათანაბრდა, პარკეტზე თამაში ქულა-ქულაზე გაჩაღდა. შესვენებამდე ახალციხე ორი ქულით იგებდა.

მესამე პერიოდი მასპინძლებმა უპირატესობა მოიპოვეს. მიუხედავად იმისა, რომ გორელები ბოლომდე იბრძოდნენ, ახალციხელებმა დაცვაში საიმედოდ ითამაშეს და გამარჯვება მოიპოვეს.

ახალციხის შემადგენლობაში ჯამირ ჰარისი (19 ქულა), კურვოსიე მაკკოლი (17 ქულა) და საბა ლობჯანიძე გამოირჩნენ; ივერიონის რიგებში კი – მაიკა კლარკი (24 ქულა) და კრისტიან მური.

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი