გამოგვიწერეთ

კალათბურთი

მამუმ და ტორონტომ მეორე წააგეს და მეორე დაკარგეს

გააზიარეთ

სანდრო მამუკელაშვილის ტორონტო რეპტორსმა მიჯრით მეორე მატჩი წააგო და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილი დაკარგა. კანადელები ამჯერად ნიუ იორკში, ნიქსთან დამარცხდნენ – 94:116.

მამუკელაშვილმა მოედანზე 27:03 წუთი გაატარა, რა დროშიც 9 ქულა, 7 მოხსნა, თითო პასი-ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა. სანდრომ ექვსიდან სამი ორქულიანი და ოთხიდან სამი საჯარიმო ჩააგდო, სამი სამქულიანი ააცილა. ჩვენებურის პასივში მხოლოდ 1 დაკარგვა იყო, მისი მოედანზე ყოფნის პერიოდში კი, გუნდმა 17 ქულით ნაკლები ჩააგდო.

ტორონტოს 14 მოგება და 7 მარცხი მოუგროვდა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზეა. „რეპტილიებს“ მომდევნო მატჩი 3 დეკემბერს, პორტლენდ ბლეიზერსთან უწევს.

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი