გამოგვიწერეთ

კალათბურთი

ქართველი მსაჯების დატვირთული ოქტომბერი

გააზიარეთ

FIBA-ს ევროტურნირების შემოდგომის სეზონი, ქართული საარბიტრო კორპუსისთვის განსაკუთრებით დატვირთული აღმოჩნდა. ოქტომბრის განმავლობაში, ქართველ მსაჯებსა და კომისარს ევროპის მასშტაბით უამრავ საინტერესო დაპირისპირებაზე მუშაობა მოუწევს.

აი, როგორ გადანაწილდა ჩვენი არბიტრებისა და კომისრის ევროპული მარშრუტები:

მიხეილ ვართანოვი (მსაჯი)

ქალთა ევროლიგის მაღალი რანგის მატჩებს მოემსახურება. ვართანოვი ოქტომბერში ორ ცენტრალურ შეხვედრას გაუძღვება:

14 ოქტომბერი: სტამბოლში ქალთა ევროლიგის მატჩი ადგილობრივ ემლაქ ქონუთსა და პოლონურ ლიუბლინს შორის;

28 ოქტომბერი: ათენში კვლავ ქალთა ევროლიგა, სადაც ერთმანეთს ბერძნული ათინაიკოსი და ფრანგული ბასკეტ ლანდე დაუპირისპირდებიან;

კირილე თვაური (მსაჯი)

ოქტომბერში ნამდვილი მარათონული გრაფიკი აქვს – FIBA ევროპის თასის ერთბაშად ხუთი მატჩი ჩაბარდა! მისი მარშრუტი კავკასიიდან პირინეის ნახევარკუნძულამდე გადაიჭიმება:

13 ოქტომბერი: განჯა (აზერბაიჯანი)-კოლოსოსი (საბერძნეთი);

14 ოქტომბერი: ნეფთჩი (აზერბაიჯანი)- ვეფ რიგა (ლატვია);

20 ოქტომბერი: ჟირონა (ესპანეთი)-ზიელონა გორა (პოლონეთი);

28 ოქტომბერი: ლანდაუ ლაიონზი (აზერბაიჯანი)-დენიზლი (თურქეთი);

29 ოქტომბერი: განჯა (აზერბაიჯანი)-სპორტინგი (პორტუგალია);

მარინა შალამბერიძე (მსაჯი)

ქალთა ევროპის თასის ორ ძალიან საინტერესო ევროპულ დაპირისპირებას გაუძღვება საბერძნეთსა და გერმანიაში:

14 ოქტომბერი: ოლიმპიაკოსი (საბერძნეთი)-ფეროლი (ესპანეთი);

22 ოქტომბერი: ალბა (გერმანია)-კასტორს ბრენი (ბელგია);

მერაბ რატიშვილი (FIBA-ს კომისარი)

გამოცდილ ქართველ კომისარს ასევე საკმაოდ საპასუხისმგებლო და მრავალფეროვანი გრაფიკი ერგო შვეიცარიასა და თურქეთში:

14 ოქტომბერი: ჟენევა ლაიონზი (შვეიცარია)-ბაკენ ბეარზი (დანია);

15 ოქტომბერი: ფრიბურგი (შვეიცარია)-სკრივია (იტალია);

28 ოქტომბერი: ფენერბახჩე (თურქეთი)-კაროლო ბასკეტი (საფრანგეთი).

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი