გამოგვიწერეთ

MMA

მართლა დრეიკ? ჰოდა, წააგებ!

გააზიარეთ

29 ივნისის, ლას-ვეგასში, UFC 317-ის ეგიდით დაგეგმილ ჯახს, რომელშიც ოქტაგონზე ერთმანეთის პირისპირ ილია თოფურია და ჩარლზ ოლივეირა დადგებიან არა მხოლოდ ამ სახეობის, არამედ ზოგადად სპორტის ქომაგებიც განსაკუთრებული ინტერესით ელიან.

ცხადია, ყველას თავისი ფავორიტი ჰყავს და ბუქმეიქერულ კანტორებშიც ფსონები ამის მიხედვით კეთდება. წყვილის აშკარა ფავორიტად ილია თოფურიას მოიაზრებენ, თუმცა არც ბრაზილიელია ხელწამოსაკრავი სპორტსმენი და ფსონები მის გამარჯვებაზეც იდება.

ასე მოიქცა პოპულარული კანადელი მომღერალი ობრი დრეიკ გრემი, რომელიც ფართო მასებისთვის უბრალოდ დრეიკად არის ცნობილი. მან საკმაოდ მსუყე თანხა, არც მეტი და არც ნაკლები 200 დოლარი სწორედ ოლივეირას სასარგებლოდ გარისკა.

„ბრაზილია მიყვარხარ. მე შენთან ვალში ვარ. ამიტომაც, ფსონს ოლივეირას და ბრაზილიის გამარჯვებაზე ჩამოვდივარ“ – დაწერა სოციალურ ქსელში დრეიკმა.

აღდგომა და ხვალეო. ვნახოთ ვისი აჯობებს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად MMA