გამოგვიწერეთ

MMA

“მას შემდეგ ორივე ძმა შორიდან მიყვარს”, – მერაბის ისტორია

გააზიარეთ

ილია თოფურიას ბრძოლას, რომელშიც მან ჩარლზ ოლივეირა დაანოკაუტა, ტრადიციულად რამდენიმე ქართველი ესწრებოდა, მათ შორის მერაბ დვალიშვილიც.

დვალიშვილმა ფეისბუქზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ის ალექსანდრე თოფურიასთან, ილიას და ალექსის მამასთან და გურამ ქუთათელაძესთანაა. აღნიშნულ ვიდეოში დვალიშვილმა თქვა, რომ ილიას სპარინგ პარტნიორობა ორჯერ სცადა და ამას აღარ აპირებს:

“ილიასთან სპარინგი ორჯერ ვცადე, ორჯერ გამთიშა ღვიძლში, მას შემდეგ ორივე ძმა მხოლოდ შორიდან მიყვარს”, – ამბობს დვალიშვილი.

რაც შეეხება თოფურიას სპარინგ პარტნიორს, მოსამზადებელ ბანაკში მას ამ სამუშაოს ძირითადად გურამ ქუთათელაძე უწევს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად MMA