გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

მატკავა ოიონაში ?

გააზიარეთ

საქართველოს ნაკრების მგეზავი, ლუკა მატკავა შესაძლოა ფრანგულ ოიონაში აღმოჩნდა. ავტორიტეტული L’equipe-ს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით,  PRO D2-ის კლუბი 10 ნომრის პოზიციაზე ქართველი მგეზავის კანდიდატურას აქტიურად განიხილავს.

მატკავა ბოლოს, სამედიცინო ჯოკერის სტატუსით, კასტრში იყო და მხოლოდ ერთ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

24 წლის მგეზავი ფოთის კოლხი რაინდების აღზრდილია, რის შემდეგაც მარნეულის არმაზის ღირსებას იცავდა და  შემდეგ შავ ლომში ჩაირიცხა.

მატკავას საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 29  შეხვედრა აქვს ჩატარებული.

ოიონას ღირსებას  სამი ქართველი მორაგბე იცავს – ვანო კარკაძე, თემურ წულუკიძე და ვასილ ლობჟანიძე.

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები