გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ნინიაშვილის ლელომ ლა როშელს ვერ უშველა

გააზიარეთ

ჩემპიონთა თასის მეოთხე ტურში დავით ნინიაშვილის ლა როშელმა ჰარლეკინსთან საშინაო მატჩი 17:27 წააგო და ტურნირს გამოეთიშა.

ანგარიში ჩვენებურმა გახსნა – ნინიაშვილი შეტევას კარგად მიჰყვა, თანაგუნდელმაც პასი არ დაუგვიანა და ბურთი მეტოქის ჩათვლის მოედანში დაამიწა. თუმცა, ლა როშელმა უპირატესობა მატჩის ბოლომდე ვეღარ შეინარჩუნა.

ლა როშელი ჩემპიონთა თასის მესამე ჯგუფში 1 მოგებითა და 3 მარცხით მეხუთე ადგილზე გავიდა და ტურნირს გამოეთიშა. თუმცა, ახლა ჩელენჯ თასზე გადაინაცვლებს და მის მოპოვებას მერვედფინალიდან შეეცდება.

რაც შეეხება თავად ნინიაშვილს, ტურნირზე სამი მატჩი ითამაშა და ორი ლელო დადო.

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები