გამოგვიწერეთ

ნაკრები

მატჩი სტატისტიკისთვის და წილისყრისთვის

გააზიარეთ

22 ნოემბერს, 2025 წლის დასკვნით მატჩს ბორჯღალოსნები თბილისში, მიხეილ მესხზე გამართავენ და მეტოქედ ტიერ1-ის გუნდი, იაპონია ეყოლებათ.

ამ თამაშის შედეგს უდიდესი მნიშვნელობა აქვს 2027 წლის მსოფლიო თასის წილისყრის წინ, რომელიც 3 დეკემბერს გაიმართება. იმ მომენტისთვის მსოფლიო რაგბის რეიტინგში დაკავებული ადგილების მიხედვით, გუნდები ოთხ კალათაში განაწილდებიან.

იაპონიასთან აქამდე შვიდჯერ გვითამაშია. მიუხედავად იმისა, რომ მეტოქე შარშან სტუმრად დავამარცხეთ, მათთან ჯერაც უარყოფითი ბალანსი გვაქვს. განვლილი თამაშებიდან სამი თბილისში, მიხეილ მესხზე გაიმართა, სამჯერ იაპონელებმა გვიმასპინძლეს, ერთი კი, ნეიტრალურზე შედგა. ამ შვიდიდან ორი ბორჯღალოსნების გამარჯვებით დასრულდა, ხუთში მეტოქემ იმარჯვა.

იაპონიას პირველად 2006 წელს ოსაკაში ვეთამაშეთ და მასპინძლებმა 32:7 გაიმარჯვეს; 2012 წელს აზიელები გვეწვივნენ და ბოლო წუთზე აღებული სამი ქულით 25:22 მოიგეს; 2014 წელს იაპონელებს კვლავ დავუხვდით და ამჯერად 35:24 გავიმარჯვეთ; მომდევნო წელს იაპონელებს ინგლისში, გლოსთერში მსოფლიო თასის წინ შევხვდით და 10:13 წავაგეთ; 2016-ში მესამედ ვუმასპინძლეთ თბილისში და ამჯერად 22:28დავმარცხდით; 2018 წელს მასპინძლებმა იაპონიაში მშრალი ანგარიშით, 28:0 გვაჯობეს; შარშან ზაფხულში კი, სენდაიში ვეწვიეთ და 25:23 დავამარცხეთ.

მართალია, 22-ში თბილისში მოგებით სტატისტიკაში ვერ გავასწრებთ, მაგრამ საერთო კლასიფიკაციაში ვაჯობებთ და მსოფლიო თასისთვის უკეთესი განთესვა გვექნება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად ნაკრები