გამოგვიწერეთ

ტანვარჯიში

მედლებისთვის ბრძოლას ოთხი ქართველი აგრძელებს

გააზიარეთ

ტაშკენტში მიმდინარე სპორტულ ტანმოვარჯიშეთა მსოფლიოს თასზე ჩვენი ნაკრების წევრებმა მშვენიერი შედეგები აჩვენეს და ფინალების საგზურები მოიპოვეს.

პირველი დღის შემდეგ ფინალში მედლებისთვის ბრძოლას ოთხი სპორტსმენი გააგრძელებს: მედლის მოპოვების ყველაზე უკეთესი შანსი ბიჭებს შორის ლევან სხილაძეს აქვს, რომელიც საუკეთესოთა შორის ტაიჭზე მესამე შედეგით შევიდა; ქალთა შორის ასევე მესამე არის ორძელზე ევა დორიენ მოტტენი; ანი გობაძე ხტომებში მეექვსე ადგილით მოხვდა, ხოლო ბიძინა სიჭინავა რგოლებში – მერვე ადგილით.

ხვალ ფინალში გასასვლელად ბიჭები კიდევ სამ იარაღზე იბრძოლებენ, ხოლო გოგონები – ორზე. ვატო დუდუჩავა ხტომებზე, ხოლო საბა აბესაძე ორძელზე, ლევან სხილაძე – ორძელზე და ღერძზე, ბიძინა სიჭინავა კი, ხტომებზე, ორძელზე და ღერძზე; ანი გობაძე დვირზე და თავისუფალზე შეეცდება ფინალში გასვლას, ხოლო დორიენ მოტტენი თავისუფალ ვარჯიშში.

ჩვენი კაცთა ნაკრების მწვრთნელები ლუკა მესხი და თამაზ გოგინაშვილი არიან, ხოლო ქალთა ნაკრების – თეიმურაზ ქოიავა და ტომას გიელენი.

მსოფლიო თასზე არიან ქართველი მსაჯებიც: ქეთი ბოლქვაძე, პაატა ნოზაძე და ილია გიორგაძე, ხოლო დელეგაციის ხელმძღვანელია – ბესარიონ გამსახურდია.

რეკლამა

იხილე მეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იხილეთ სრულად ტანვარჯიში