გამოგვიწერეთ

ტანვარჯიში

ტანმოვარჯიშეები მსოფლიო თასზე იასპარეზებენ

გააზიარეთ

19-25 მაისს, უზბეკეთის დედაქალაქი ტაშკენტი სპორტული ტანვარჯიშის მსოფლიო თასის მორიგ ეტაპს უმასპინძლებს, სადაც პლანეტის უძლიერეს ათლეტებთან ერთად, საქართველოს ნაკრებიც ჩაერთვება.

​ტაშკენტის ტურნირი ჩვენი გუნდისთვის მხოლოდ რიგითი შეჯიბრი არ არის – ეს არის უმაღლესი დონის ტესტი, სადაც წამყვანი ქართველი სპორტული ტანმოვარჯიშეები საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმის ჩვენებას და მსოფლიო ელიტაში პოზიციების გამყარებას შეეცდებიან.

​ვაჟთა შორის ქვეყნის სახელს ბიძინა სიჭინავა, საბა აბესაძე, ვატო დუდუჩავა და ლევან სხილაძე დაიცავენ, ხოლო გოგონათა შორის ანი გობაძე და დორიენ ევა მოტტენი იასპარეზებენ.

სპორტული ტანვარჯიშის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, ​სამწვრთნელო შტაბისა და ფედერაციის მოლოდინები ოპტიმისტურია. სპორტსმენებმა მოსამზადებელი ეტაპი ინტენსიურ რეჟიმში გაიარეს, რათა ურთულესი პროგრამები მაქსიმალური სიზუსტით შეასრულონ. მთავარი მოტივაცია კი უცვლელია – პოდიუმზე საქართველოს ჰიმნის აჟღერება.

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად ტანვარჯიში