გამოგვიწერეთ

ტანვარჯიში

ბატუტზე მხტომელთა წარმატება – 13 მედალი რიმინიდან

გააზიარეთ

იტალიის ქალაქ რიმინიში გამართული მსოფლიო ტასი საქარველოს ბატუტზე ხტომის ნაკრებმა ექვსი ოქროს, ხუთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედლით დაასრულა.

სინქრონული ხტომებში 11-12 წლის გოგონებში მარიამ ბერია და ანანო ქარსაულიძე ჩემპიონები გახდნენ, ხოლო ნინო მარკოზაშვილმა და ქრისტინე პლეხანოვმა ვერცხლი ირგუნეს;

11-12 წლის გოგონებში სამივე საპრიზო ადგილი ქართული გამოდგა: პლეხანოვი, ქარსაულიძე, მარკოზაშვილი;

ამავე ასაკის შერეულ წყვილებში გიორგი დელიბაშვილმა და ნინო მარკოზაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვეს;

13-14 წლის ასაკში სინქრონულ ხტომებში ოქროს მედალი მარიამ გაბრიაძისა და ელენე კირთაძის დუეტმა მოიპოვა; კირთაძე ინდივიდუალურში ვერცხლსაც დასჯერდა;

15-16 წლის ასაკში ნინო ქორიძე ოქროს მედლის მფლობელი გახდა;

17-21 წლის ასაკში სინქრონულ ხტომებში მარიამ რაგიმოვასა და მაკუნა ბოჭორიძის დუეტი ოქროს გოგონები გამოდგნენ, რასაც ბოჭორიძემ კიდევ ერთი ოქრო ინდივიდუალურად დაუმატა;

ბიჭების მონაგარი შედარებით მწირი გამოდგა: 15-16 წლის ასაკში ლუკა ლომთათიძე  ბრინჯაოს დასჯერდა, ხოლო 17-21 წლის ასაკში ცოტნე ჩხაიძემ ვერცხლი აიღო.

რიმინიში ქართული დელეგაციის შემადგენლობა შედიოდნენ: ლუბა გოლოვინა – საქართველოს ტანვარჯიშის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი; სალომე ბოდაველი – ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი; ხათუნა კოკობინაძე – ნაკრების მწვრთნელი; ირმა თანდილაშვილი – საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი.

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ტანვარჯიში