გამოგვიწერეთ

ნაკრები

მეორე ირლანდიამ მარტივად მოგვიგო

გააზიარეთ

საქართველოს რაგბის ნაკრებმა ზაფხულის პირველ ტესტ მატჩში ირლანდიას უმასპინძლა, დიდი ვერაფერი წინააღმდეგობა გაუწია და დიდი ანგარიშით დამარცხდა – 5:34.

არადა, მეტოქე თბილისში შესუსტებული შემადგენლობით ჩამოვიდა და იმედი გვქონდა რომ ტიერ 1-ის გუნდს კიდევ ერთხელ დავამარცხებდით. თუმცა, კუნძლელებმა გამარჯვების მოლოდინი საწყის 10 წუთში მოგვისპეს, როდესაც ორი ლელო გაგვიტანეს.

ტაიმის მიწურულს ჯალაღონიას ლელოთი თამაშში დავრჩით და გამარჯვების იმედი მეორე ტაიმისთვის დავიტოვეთ, მაგრამ…

დასაწყისი არც ანტრაქტის შემდეგ გამოგვივიდა და ირლანდიას მორიგი ლელო ვაჩუქეთ. მეტოქეს თავი ამის შემდეგ აღარ მოუკლავს და ქულებს ჯარიმებით აგროვებდა. თუმცა, მარტო ჯარიმებს არ დასჯერდა, ლელოებიც მოგვაყოლა და მომდევნო მატჩს ოფლის ღვრის გარეშე შეხვდება..

რაც შეეხება რიჩარდ ქოქრილის გუნდს, ასეთი ცუდი თამაში აქამდე არ უჩვენებია, ხოლო ზაფხულში კიდევ ორი მატჩი ელის და ორივე სამხრეთ აფრიკაში: ჩვენები ჯერ იქაურ კლუბ ჩიტასს ეთამაშებიან, შემდეგ კი მეტოქედ ეროვნული გუნდი ეყოლებათ.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

მარტი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  

იხილეთ სრულად ნაკრები