გამოგვიწერეთ

კალათბურთი

მეორე მარცხი და შემცირებული შანსი

გააზიარეთ

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე მატჩი ესპანეთთან დიდი ანგარიშით წააგო – 61:90 წააგო და, ფაქტობრივად, შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი მინიმუმამდე დაიყვანა.

არადა, ალეკსანდრ ჯიკიჩის გუნდს მატჩის დასაწყისი კარგი ჰქონდა – ერთი ხანობა ლიდერობდა კიდეც და მეოთხედი 22:19 მოიგო. თუმცა, მეორე პერიოდის მეხუთე წუთზე წინ უკვე ესპანეთი გავიდა, ხოლო ორ წუთში უკვე რვა ქულას იგებდნენ. ამის შემდეგ მასპინაძლებს ლიდერობა ხელიდან აღარ გაუშვიაათ. პირველ ტაიმში წავაგეთ ყველაფერი – მოხსნები, სამქულიანებიი, ჯარიმები…

ეს ყველაფერი მესამე მეოთხედში გაგრძელდა და ბოლო პერიოდის წინ სხვაონა უკვე მინუს 26 ქულა იყო და ბოლო 10-წუთეული ფორმალობად იქცა…

დღესვე უკრაინამ 88:71 მოუგო დანიას და ესპანეთთან ერთად ჯგუფს ლიდერობს. საქართველოსა და დანიას 2-2 წაგება აქვთ. მომდევნო სანაკრებო ფანჯარა თებერვლის თვეშია დაგეგმილი: 27 თებერვალს დანიას ესტუმრება, ხოლო 2 მარტს სახლში დაუხვდება.

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი