გამოგვიწერეთ

MMA

მერაბ დვალიშვილი ნინა დრამასთან ერთად საქართველოში ჩამოდის!

გააზიარეთ

ქართველი UFC მებრძოლი მერაბ დვალიშვილი შონ ო’მალთან მნიშვნელოვან დაპირისპირებას შემდეგ საკუთარ სამშობლოში დაბრუნებას გეგმავს – თანაც მარტო არა. მერაბის გვერდით ამჯერად ცნობილი ამერიკელი ინფლუენსერი და UFC-ის ვარსკვლავური კომენტატორი, ნინა მარი დანიელი, იგივე ნინა დრამა იქნება.

მერაბმა და ნინამ ერთობლივ ვიდეოში ქართულ საზოგადოებას მიმართეს:

“გამარჯობა, საქართველო! ჩემს ბრძოლას რომ დავასრულებ, აუცილებლად ჩამოვალ და გნახავთ ყველას”, – განაცხადა დვალიშვილმა.

“მარტო არ გაგიშვებ! მეც მოდივარ შენთან ერთად საქართველოში”, – დაამატა ნინამ.

ორივე მათგანმა დააანონსა, რომ ვიზიტისას შეეცდებიან რაც შეიძლება ბევრი გულშემატკივარი ნახონ და გადაღონ საინტერესო ვიდეოები, რაც საქართველოს პოპულარიზაციისკენ იქნება მიმართული.

“მოკლედ, მე და ნინა საქართველოში ვიქნებით და ძალიან მალე შევხვდებით. დიდი იმედი გვაქვს, რომ ყველა დაგვხვდებით. გადავიღებთ კარგ ვიდეოებს, კონტენტს და ვაჩვენებთ მსოფლიოს, როგორი ლამაზი ქვეყანაა საქართველო”, – აღნიშნეს ვიდეოში.

ნინა დრამამ საქართველოში ვიზიტი თავის YouTube არხზეც დაადასტურა – რაც უკვე დიდი გამოხმაურებით შეხვდა UFC-ის საერთაშორისო გულშემატკივრებს.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილი შონ ო’მალის წინააღმდეგ 8 ივნისს, UFC 316-ის მთავარი ბრძოლაში იჩხუბებს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად MMA