გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

მიალბი – 800 კაციანი სოფლის გუნდის ზღაპარი შვედეთში

გააზიარეთ

შვედური კლუბი მიალბი, რომელიც პატარა მეთევზეთა სოფელ ჰელლევიკიდან (მოსახლეობა მხოლოდ 800 ადამიანი) მოდის, ისტორიულ მიღწევას უახლოვდება.

შვედეთის უმაღლესი ლიგის სატურნირო ცხრილში 24 ტურის შემდეგ მიალბი 57 ქულით პირველ ადგილზეა და მხოლოდ ექვსი ტური რჩება. კლუბი რვა ქულით უსწრებს ჰამარბის და სოლიდური ფორით მიიწევს შვედეთის ჩემპიონობისკენ. თუ გუნდი წარმატებას შეინარჩუნებს, შესაძლოა ლიგის 101-წლიან ისტორიაში ყველაზე მეტი ქულით ჩემპიონი გახდეს.

კლუბი დაარსდა 1939 წლის 1 აპრილს, ასპარეზობს სტრანდვალენის სტადიონზე (ტევადობა 6,750) და ტრადიციულად ყვითელ-შავ ფორმაში გამოდის. მიალბი ითვლება ყველაზე წარმატებულ კლუბად ბლეკინგეს პროვინციიდან, რომელსაც უმაღლეს ლიგაში არაერთი სეზონი აქვს ჩატარებული.

გუნდს ამჟამად წვრთნის ანდერს ტორსტენსონი, რომელიც მესამედ ხელმძღვანელობს კლუბს. სწორედ მისი მწვრთნელობისას მოახერხა მიალბიმ, რომ შვედეთის ერთ-ერთ ყველაზე დაუჯერებელ საფეხბურთო ისტორიად ქცეულიყო.

მნიშვნელოვანია, რომ 2018 წელს მიალბი მეორე ლიგაში თამაშობდა, საიდანაც მეორე ადგილის დაკავების შემდეგ უმაღლეს ალსვენსკა დივიზიონში გადმოვიდა. 2023 წელს გუნდმა სეზონი მეცხრე ადგილზე დაასრულა, 2024-ში – მეხუთეზე, დღეს კი ჩემპიონობის მთავარი კანდიდატები არიან.

კლუბის ისტორიაში აღსანიშნავია ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან კრისტიან ვილჰელმსონი და მატიას ასპერი.

კრისტიან ვილჰელმსონიმ კარიერა დაიწყო მიალბიში, შემდეგ ითამაშა სტაბეკში, ანდერლეხტში, ნანტში, რომაში, ბოლტონში და სხვა კლუბებში. შვედეთის ნაკრებში 79 მატჩი ჩაატარა.

მატიას ასპერი – ასევე მიალბის აღზრდილია. კარიერის განმავლობაში იცავდა მალმიოს, სოსიედადის, ბრანეს და გიფ სუნდსვალის კარს. შვედეთის ნაკრებში 3 შეხვედრაში ითამაშა.

სოფლის პატარა კლუბი ძალიან ახლოსაა ზღაპრის აღსრულებასთან – შვედეთის ჩემპიონობა ისტორიაში პირველად და რეკორდული ქულებით მოიპოვოს.

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად ფეხბურთი