გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ენრიკეს კომენტარი კვარას ტრავმის სიმძიმეზე

გააზიარეთ

პარი სენ-ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ოსერთან მატჩის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიტინიას ტრავმების შესახებ ისაუბრა. როგორც ესპანელმა აღნიშნა, კონკრეტიკა ჯერჯერობით არაა, ყველაფერი სამედიცინო შემოწმების შედეგებზე იქნება დამოკიდებული.

„მათ ტრავმების შესახებ ვერაფერს ვიტყვი, პასუხებს ხვალ ან ზეგ ველოდებით. ასეთ მომენტებში სიფრთხილეა საჭირო. ასეთი პერიოდები ბუნებრივია ნებისმიერ კლუბისთვის და ფეხბურთელისთვის. გუნდურად ვცდილობთ პრობლემების გადალახვას, გულშემატკივრების მხარდაჭერით,“ – თქვა ენრიკემ.

ხვიჩამ მატჩის პირველ ტაიმში მარცხენა ბარძაყის არეში დისკომფორტი იგრძნო და მეორე ტაიმში მოედანი დატოვა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები