გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

“მოდიან საქართველოში ახალი კვარაცხელიები?” – რას პასუხობს მამუკა ჯუღელი

გააზიარეთ

სლოვაკეთში მიმდინარე ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მატჩებს ბევრი ცნობილი სკაუტისა და აგენტთან ერთად ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქართველი საფეხბურთო აგენტი, მამუკა ჯუღელიც ესწრება.

მაყურებლისთვის კარგად ცნობილია, რომ სწორედ მამუკა ჯუღელს უკავშირდება ხვიჩა კვარაცხელიას ყველა ტრანსფერი და არა ერთი ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელის ევროპაში გაყვანა.

მატჩის შემდეგ, რომელშიც საქართველოს ნაკრები პორტუგალიას დაუპირისპირდა, ჯუღელმა „ლიდერსპორტის“ კითხვას უპასუხა:

– მოდიან საქართველოში ახალი კვარაცხელიები? – იყო ჟურნალისტის კითხვა.

მამუკა ჯუღელი:

„აბა, რა გითხრათ. ხვიჩას დარ ტალანტს ჯერჯერობით ვერ ვხედავ. ასეთ ფეხბურთელს 70 წელიწადი ველოდით. ღმერთმა ქნას, საქართველოში ახალი ხვიჩა აღმოჩნდეს, მაგრამ ახლა მსგავსიც კი არავინაა. კარგი იქნება, ამ საუკუნეში ვინმე ისეთი თუ გამოჩნდება“.

ჯუღელის თქმით, საქართველოს ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი ტალანტების წარმოსაჩენად, თუმცა ხვიჩასნაირი უნიკალური ფეხბურთელის გაჩენა იშვიათი მოვლენაა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად ლეგიონერები