გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

“უპატივცემულობა გამოხატა, მაგრამ მიწაზე დავაბრუნეთ” – ბოტაფოგოს ფეხბურთელი კვარაზე

გააზიარეთ

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ხმაურიანი სენსაცია დაფიქსირდა — ბრაზილიის ჩემპიონმა ბოტაფოგომ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული პარი სენ-ჟერმენი მინიმალური ანგარიშით, 0:1 დაამარცხა. მატჩის შემდეგ ბრაზილიური გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, ალანმა, მედიასთან საკმაოდ კრიტიკული განცხადება გააკეთა.

34 წლის გამოცდილმა ნახევარმცველმა, რომელმაც წარსულში ნაპოლის ღირსება არაერთ სეზონში დაიცვა და ბრაზილიის ნაკრებშიც უთამაშია, ცალკე ყურადღება ალანმა ხვიჩა კვარაცხელიაზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ მის ქცევაში უპატივცემულობა დაინახა:

„კვარაცხელია ძალიან კარგი ფეხბურთელია, ექსტრაორდინარული სეზონი ჰქონდა, მაგრამ მოედანზე ჩვენი მეტოქეების მიმართ პატივისცემა უნდა გამოვხატოთ. მან უპატივცემულობა გამოხატა, მაგრამ მიწაზე დავაბრუნეთ,“ – განაცხადა ბრაზილიელმა.

რაც შეეხება მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატს, ამ ეტაპზე B ჯგუფის სათავეში ბოტაფოგოა 6 ქულით. მომდევნო ტურში ბრაზილიელები მადრიდის ატლეტიკოს დაუპირისპირდებიან. პსჟ, რომლის რიგებშიც კვარაცხელია გამოდის, 3 ქულით მესამე ადგილს იკავებს და გადამწყვეტ შეხვედრას სიეტლ საუნდერსის წინააღმდეგ ჩაატარებს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ფეხბურთი