გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

მოედანი ნაადრევად დატოვა – ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო

გააზიარეთ

მეორე ბუნდესლიგის მეშვიდე ტურში ლუკა ლოჩოშვილის ნიურნბერგი ბერლინის ჰერტასთან უშანსოდ, 0:3 დამარცხდა.

ქართველი ცენტრალური მცველი ტრადიციულად ძირითად შემადგენლობაში იყო, თუმცა მოედნის დატოვება ნაადრევად, 70-ე წუთზე მოუწია, მიზეზი კი თამაშის დროს მიღებული ტრავმაა.

როგორც ირკვევა, ლოჩოშვილმა წელის ტრავმა მიიღო, თუმცა დაზიანების ზუსტი სიმძიმე, ჯერჯერობით, არ გარკვეულა. სანაკრებო მატჩების მოახლოებასთან ერთად, მისი ტრავმის სირთულე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება გერმანულ გუნდს, შვიდი ტურის შემდეგ მიროსლავ კლოზეს გუნდს მხოლოდ ოთხი ქულა აქვს და მე-16 ადგილზეა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად ლეგიონერები