გამოგვიწერეთ

ტრანსფერები

მოიგო და წავიდა – ლუისი მამარდაშვილთან აღარ იქნება

გააზიარეთ

მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა უკვე არაერთი საინტერესო მიდი-მოდით გამოირჩა. ერთ-ერთი ასეთი კი უსათუოდ ლუის დიასის ლივერპულიდან აბარგებაა.

გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ კოლუმბიელი ფორვარდი ჩვენებური გიორგი მამარდაშვილის თანაგუნდელი აღარ იქნება. დიასმა მიუნხენის ბაიერნს მიაშურა და ხელშეკრულებაც 2029 წლამდე გააფორმა.

28 წლის კოლუმბიელი ფეხბურთელი მერსისაიდელთა ღირსებას 2022 წლიდან იცავდა და 148 მატჩში 41 გოლის გატანაც მოასწრო.

აწ უკვე დასრულებულ სეზონში ლუის დიასმა ლივერპულთან ერთად პრემიერლიგა მოიგო და გუნდსაც ვამლოხდილი დაემშვიდობა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ტრანსფერები