გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

მცველებში გამორჩეული – ნიუნბერგის საჭირო გამარჯვება

გააზიარეთ

გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში მერვე ტურის შეხვედრები გაიმართა, ჩვენთვის საინტერესო კი ნიუნბერგის სტუმრად დიუსელდორფთან 3:2 გამარჯვება გახლდათ.

მიროსლავ კლოზეს შეგირდებმა მიმდინარე სეზონში მეორედ მოიგეს და სატურნირო მდგომარეობაც ოდნავ გამოისწორეს. ამჟამად ნიუნბერგი, რომლის რიგებში ლუკა ლოჩოშვილი ირიცხება 7 ქულით მე-14 ადგილზეა.

რაც შეეხება ჩვენებურ ფეხბურთელს, ის ტრადიციულად ძირითად შემადგენლობაში იყო და მატჩიც სრულად ჩაატარა. უფრო მეტიც, ლოჩოშვილმა 10 ბალიანი სისტემით 6,8 შეფასება მიიღო და ამ მაჩვენებლით ნიუნბერგის მცველებს შორის საუკეთესო იყო.

27 წლის ქართველი მცველი ორთაბრძოლებში ხშირად შედიოდა და უმეტესწილად შედეგიანადაც. თავად განსაჯეთ, 9 ბრძოლიდან ლოჩოშვილმა რვაჯერ მოიგო და არც პასების სიზუსტე დაეწუნებოდა.

ლუკა ლოჩოშვილი სანაკრებო შეკრებაზე კარგი განწყობით კი ჩამოდის, მაგრამ ესპანეთთან 11 ოქტომბრის დაპირისპირებას დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს, აი 14 ოქტომბერს თურქეთთან პრიციპულ მატჩში კი ჯვაროსნებს დაეხმარება.

რაც შეეხება მეორე ბუნდესლიგის მორიგ ტურს, ლოჩოშვილის ნიუნბერგი 19 ოქტომბერს კილს უმასპინძლებს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად ლეგიონერები