გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

ნორვეგიული სასწაული და გათიშული ინტერი

გააზიარეთ

ბუდე გლიმტი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გავიდა. ნორვეგიულმა გუნდმა პატარა სასწაული მოახდინა და ტურნირიდან შარშანდელი ფინალისტი ინტერი გამოთიშა. ამასთან ისე, რომ ორივე მატჩი მოუგო. ბუდელებმა შინ 3:1 იმარჯვეს, სტუმრად კი – 2:1.

მილანში უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ჯერ ჰაუგემ გაიტანა, მერე ევიენს გაატანინა. ბასტონის ერთი საპასუხო გოლი კი, ინტერისთვის დაგვიანებული აღმოჩნდა.

ეს არის კიდევ ერთი მშვენიერი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება მცირე ფინანსებით გიგანტის დამარცხება.

მერვედფინალშია მადრიდის ატლეტიკოც. „როხი ბლანკომ“ სტუმრად ბრიუგესთან (3:3) ფრედ ითამაშა, შინ კი, 4:1 გაანადგურა. მადრიდელთაგან ჰეთ თრიკი სორლოტმა შეასრულა, ერთიც კარდოსომ შეაგდო. ბრიუგეს გოლი ოროდონესის ანგარიშზეა.

ლევერკუზენს პირეოსში 2:0 ჰქონდა მოგებული, ამიტომაც შინ თავი დიდად არ მოუკლავს და მოსაწყენი თამაში 0:0 დასრულდა.

მერვედფინალში გასვლა გარკვეული ჰქონდა ნიუკასლს, რომელმაც ყარაბაღი სტუმრად 6:1 გაანადგურა. თითქოს იმავეს აპირებდა შინაც და უკვე მე-7 წუთზე 2:0 დაწინაურდა. თუმცა, შემდეგ მოდუნდა და მხოლოდ 3:2 იმარჯვა.

ფლეი ოფის კიდევ ოთხი მატჩი 25 თებერვალს გაიმართება, ხოლო მერვედფინალის წილისყრა 27 თებერვალს.

რეკლამა

იხილე მეტი

მარტი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  

იხილეთ სრულად ევროტურნირები