გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

კვარა სავარაუდო მეტოქეზე – ორივეს პატივს ვცემთ

გააზიარეთ

ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფში პარი სენ-ჟერმენმა მონაკოსთან საშინაო მატჩში 2:2 ითამაშა, ორი მატჩის ჯამში კი, 5:4 აჯობა და მერვედფინალში გავიდა.

მონაკოსთან მეორე გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა. მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაში ეს კვარას მეოთხე გოლია.

პარიზული კლუბი ახლა მეტოქეს ელოდება, რომელიც ხვალ გასამართი წილისყრისას გაირკვევა. ცნობილია სავარაუდო მეტოქეც – ეს ან ინგლისური ჩელსი იქნება, ანაც ესპანური ბარსელონა.

ხვიჩამ მატჩის შემდეგ მონაკოსთან მატჩზე და სავარაუდო მეტოქეებზე ისაუბრა.

ხვიჩა კვარაცხელია:

„თავიდან ნორმალურად ვთამაშობდით, მაგრამ გოლი გავუშვით, მანამდე ბევრი შანსი გვქონდა, მაგრამ ფეხბურთში ასეთი რამ ხშირად ხდება. მონაკო ძალიან კარგი გუნდია, კონტრშეტევებზე ძალიან კარგად თამაშობდა, მწვავედ გვიტევდა და გაიტანა კიდეც.

მეორე ტაიმში თამაში შემოვატრიალეთ და ესეც ძალიან კარგი იყო. მართალია, შემდეგ კიდევ გავუშვით და ბოლო 15 წუთი ცოტა გართულდა. ვფიქრობ, მეორე ტაიმში ძალიან კარგად ვიმუშავეთ. პირველი ტაიმის შემდეგ იმასაც ვფიქრობდით, რომ შეიძლება გავარდნილიყავით, მაგრამ შესვენებაზე მწვრთნელის საუბრის შემდეგ მოედანზე ძალიან დიდი მოტივაციით გავედით…

მერვედფინალში ჩელსი თუ ბარსელონა? ორივეს პატივს ვცემთ, ორივე შესანიშნავი გუნდია. თუმცა, ორივესთან თამაშისთვის მზად ვართ… ვნახოთ ვის გვარგუნებს წილისყრა“.

რეკლამა

იხილე მეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იხილეთ სრულად ევროტურნირები