გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

კვარას, ვალვერდეს და ბუდიო გლიმტის ბენეფისები

გააზიარეთ

28 წუთი იყო მატჩის დამთავრებამდე დარჩენილი, როდესაც ლუი სენრიკემ ხვიჩა კვარაცხელია მოედანზე შეუშვა და არც უნანია – ჩვენებურის ანგარიშზე დუბლი და საგოლე პასია.

არადა, მანამდე ანგარიში 2:2 იყო… ხვიჩამ ჯერ ვიტინიას გაატანინა, მერე ძალიან მაგარი გოლი შეაგდო და ბოლოს ყველაფერს წერტილი დაუსვა.

ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში კი, პარი სენ-ჟერმენმა შინ ლონდონის ჩელსი 5:2 დაამარცხა.

ხვიჩა სასტაროტოში არ ყოფილა. მანამდე ყველაფერი ასე მოხდა: ჯერ ბრედლი ბარკოლამ ახლო კუთხეში გაიტანა; შემდეგ მალო გუსტომ ანგარიში გაათანაბრა; პსჟ უსმან დემბელეს ისევ დააწინაურა და ტაიმიც მორჩა; შესვენების შემდეგ ჩელსიმ კიდევ ერთხელ გაათანაბრა; მერე მოედანზე კვარა გავიდა და…

ხვიჩას 10 მატჩში 6 გოლი და 4 საგოლე პასი მოუგროვდა.

მადრიდში ფედე ვალვერდეს შოუ შედგა. რეალმა კი, მანჩესტერ სიტი 3:0 დაამარცხა.

ვალვერდემ ჯერ ტიბო კურტუას გრძელი პასი შეირგო და შეტევა მოხდენილა დაასრულა; შემდეგ ვინისიუსის პასით ანგარიში ორ ბურთამდე გაზარდა; ტაიმის ბოლოს კი, არც ბრაჰიმ დიასს აწყენინა და ჰეთ თრიკი შეასრულა.

მეორე ტაიმში სხვაობა, შესაძლოა, გაზრდილიყო, მაგრამ ვინისიუსმა მისივე წაქცევისთვის დანიშნული პენალტი გააცუდა.

ლიგაში ნორვეგიული ზღაპარი გრძელდება – ბუდიო გლიმტმა საკუთარ მოედანზე გიორგი ქოჩორაშვილის პორტუგალიური სპორტინგი 3:0 დაამარცხა.

ჯერ კიდევ პირველ ტაიმში ფეტიმ და ბლომბერგმა მასპინძლები ორი ბურთით დააწინაურეს; მეორე ტაიმში გოლი კასპერ ჰიოგმაც გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ქოჩორაშვილი განაცხადშიც არ ყოფილა.

ლევერკუზენის ბაიერმა ლონდონის არსენალსთან 1:1 ითამაშა.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ გრიმალდოს კუთხურს რობერტ ანდრიხის გოლი მოჰყვა. 89-ე წუთზე კაი ჰავერტცმა პენალტი გოლად აქცია – 1:1.

რეკლამა

იხილე მეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იხილეთ სრულად ევროტურნირები