გამოგვიწერეთ

საქართველოს ჩემპიონატი

ორბიმ ბახმარო დაამარცხა, შტურმი არაგვს დაუზავდა

გააზიარეთ

ლიგა 3-ის მე-17 ტურში ორბიმ ჩოხატაურის ბახმარო 1:0 დაამარცხა. შეხვედრის ერთადერთი გოლი ზუკა ქავთარაძემ 45+ წუთზე პენალტით გაიტანა. პენალტი მას შემდეგ დაინიშნა, რაც კეკანას ჩაწოდებული ბურთი სტუმართა მცველს ხელზე მოხვდა. უნდა აღინიშნოს, რომ 18 წლის ქავთარაძე ორბის პენალტისტად იქცა, მშვიდად, აუღელვებლად მიდის ბურთთან და ყოველ ჯერზე სხვადასხვა მხარეს ურტყამს.

მატჩის განმავლობაში ორბის რამდენიმე საგოლე მომენტი ჰქონდა, განსაკუთრებით ბერიძესა და ჯაფარიძეს, თუმცა ბახმაროს უკრაინელი მეკარე, რუსლან უსენკო გამორჩეულად თამაშობდა. ასევე დამაჯერებლად გამოიყურებოდა მასპინძელთა მეკარე ლუკა შეროზია, რომელმაც ორი კარგი დარტყმული მოიგერია.

შეხვედრის შემდეგ ორბის ნახევარმცველმა ბექა ბერიძემ კლუბის პრესსამსახურთან კომენტარი გააკეთა:

„პირველი საშინაო თამაში ჩავატარეთ ჩვენს ახალ სტადიონზე. ძალიან კარგია, რომ გამარჯვებით დავიწყეთ და პირველი სამი ქულა მოვიპოვეთ სახლის თამაშზე. ჩვენს კონკურენტებსაც ქულები დაუკარგავთ და მაქსიმალურად ვეცდებით, რომ წელს ოთხეულში მოვხვდეთ“.

ტურის სხვა მატჩები:

სართიჭალის შტურმი – არაგვი 0:0

ვიტ ჯორჯია – ზესტაფონის მარგვეთი 8:0

თბილისის ლოკომოტივის დუბლები – ზუგდიდის ოდიში 2:4

ქედის ბეთლემი – გარდაბანი 4:1

გორი – ბორჯომი 3:1

თბილისის მერანი – თბილისი 2025 3:2

ხობის კოლხეთი – დიდუბე 3:1

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად საქართველოს ჩემპიონატი