გამოგვიწერეთ

ნაკრები

ილიევი: თურქეთთან წაგება მათ შესაძლებლობებს ვერ აკნინებს

გააზიარეთ

საქართველოსთან დაპირისპირებამდე ბულგარეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ილიან ილიევი პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს შეხვდა და მოახლოებული თამაშის შესახებ თავისი მოსაზრებები გააჟღერა.

ილიევის თქმით, ორივე გუნდი წაგებული მატჩის შემდეგ მოდის და ამიტომ შეხვედრა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია:

„ტრავმირებულები პრაქტიკულად არ გვყავს, მხოლოდ ალექს კოლევს ჰქონდა მუხლთან დაკავშირებული პრობლემა. დესპოდოვის დაზიანების შესახებ ყველასთვის ცნობილია. ესპანეთთან ბევრს ვივარჯიშეთ, დიდი მოცულობით დავფარეთ სივრცეები და ახლა მაქსიმალურად მზად უნდა ვიყოთ. როცა წაგებ, განწყობა იდეალური ვერ არის, საქართველოც მსგავს მდგომარეობაშია, ასე რომ, ორივე გუნდისთვის ერთნაირი სიტუაციაა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია“, – თქვა ილიევმა.

ბულგარელი სპეციალისტის თქმით, შედეგის მიუხედავად, ჯგუფში ბრძოლა ჯერ კიდევ წინ არის:

„ქაღალდზე ესპანეთი აშკარა ფავორიტია, მაგრამ მეორე ადგილისთვის ბრძოლა ღიაა. ამიტომ არ მინდა მოთამაშეებზე ზედმეტი წნეხი შევქმნა ფრაზით – ‘ახლა ან არასდროს’. ეს ფინალი არ არის, თუმცა ერთ-ერთი გადამწყვეტი შეხვედრა ნამდვილად არის.“

ილიევის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში შემადგენლობაში ცვლილებები იქნება:

„თუ ვინმეს ზედმეტი დაღლილობა ეტყობა, შემადგენლობას შევცვლით. რეაგირების დრო ცოტა გვაქვს, მაგრამ ესეც ფეხბურთის ნაწილია. ბევრი სირბილი მოგვიწევს და ამინდიც დამატებით სირთულეს ქმნის.“

საქართველოს ნაკრებზე ილიევმა აღნიშნა, რომ მეტოქე ხარისხიანი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული:

„საქართველოს გუნდი წარმატებული და მაღალ დონეზე მყოფი მოთამაშეებით არის შემდგარი. ისინი ევროპის ჩემპიონატზე კარგად გამოვიდნენ და შეტევითი ფეხბურთის თამაშს ამჯობინებენ. თურქეთთან წაგება მათ შესაძლებლობებს ვერ აკნინებს.“

ილიევმა საქართველოს მთავარი მწვრთნელიც გამოარჩია:

„ვილი სანიოლი უკვე ორი წელია ნაკრებშია და მისი გუნდი აშკარად ჩამოყალიბებულია. დარწმუნებული ვარ, საჭირო მომენტში ის და მისი ასისტენტები სწორი გადაწყვეტილებების მიღებას შეძლებენ.“

ბოლოს ილიევმა დასძინა, რომ სასტარტო შემადგენლობაში დიდი სიურპრიზები არ იგეგმება:

„ფეხბურთელები მებრძოლები არიან და ყველას სურს მოედანზე გასვლა. მაგრამ ხანდახან თავად ამბობენ, რომ ძალიან დაღლილები არიან. საბოლოო გადაწყვეტილებას ბოლო ვარჯიშის შემდეგ მივიღებთ.“

შეგახსენებთ, საქართველო–ბულგარეთის დაპირისპირება 7 სექტემბერს, 17:00 საათზე, „დინამო არენაზე“ გაიმართება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ნაკრები