გამოგვიწერეთ

საქართველოს ჩემპიონატი

ორი გოლი, ცხრა წითელი და შვიდი ყვითელი

გააზიარეთ

ქართულ კლასიკოდ შერაცხული თბილისის დინამოსა და ქუთაისის ტორპედოს ჯახი იმ ანგარიშით დასრულდა, როგორც პირველ წრეში ითამაშეს. ერთია, ამჯერად დედაქალაქელებმა მოიგეს – 2:0.

დინამო მალევე დაწინაურდა: რივერას შეცდომის შემდეგ თორნიკე მორჩილაძემ საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერი დარტყმით გაიტანა.

მეორე ტაიმში ნიკა ნინუას კუთხურს ლეო ასუნსეუს თავური მოჰყვა და – 2:0.

როგორც ყოველთვის, ამ გუნდების თამაში ყოველთვის დაძაბულია, მაგრამ ბოლოს მოედანზე რაც მოხდა, ყოველგვარ ფარგლებს სცდება – ფეხბურთელებს შორის ჩხუბი ატყდა და გიორგი ყრუაშვილმა ცხრა ფეხბურთელს წითელი ბარათი უჩვენა. რა სასჯელს გამოიტანს სადისციპლინო კომიტეტი, ეს მალე გაირკვევა. გეტყვით იმასაც, რომ მანამდე ყრუაშვილმა ფეხბურთელებს შვიდი ყვითელი ბარათიც უჩვენა.

დინამომ კი, ამ მოგებით კონკურენტს ორი ქულით გადაუსწრო და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა. ერთია, ბათუმის დინამოს მატჩით ნაკლები აქვს.

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად საქართველოს ჩემპიონატი