გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ცნობილია – როგორია კვარაცხელიას ჯანმრთელობის მდგომარეობა

გააზიარეთ

საფრანგეთის თასის ფინალში პსჟ-მ რეიმსი უპრობლემოდ, 3-0 დაამარცხა, თუმცა ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩში მონაწილეობა ვერ მიიღო.

როგორც ირკვევა, ქართველმა ფეხბურთელმა მატჩისწინა გახურებაზე თავის ძლიერი ტკივილი იგრძნო, რის გამოც მალევე დატოვა მოედანი და სახლში წავიდა.

დედაქალაქელების მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მნიშვნელოვანი სიახლე გვამცნო:

“ხვიჩა კარგადაა, მან მატჩის წინ ძლიერი თავის ტკივილი და თავბრუსხვევა იგრძნო, ამიტომ არ გავრისკეთ და დასვენების საშუალება მივეცით. ის სახლშია და თავს კარგად გრძნობს, სამშაბათს ვარჯიშზე იქნება”, – განაცხადა ენრიკემ.

შესაბამისად, ხვიჩას ჯანმრთელობა 31 მაისის წინ კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივლისი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

იხილეთ სრულად ლეგიონერები