გამოგვიწერეთ

MMA

“პირველად მოხდა ისე, რომ ილიამ გამთიშა” – თოფურიას მწვრთნელი

გააზიარეთ

ილია თოფურიას მწვრთნელმა, ხავი კლიმენტმა ესპანურ მედიასთან UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონის ახალ დივიზიონში გადასვლისთვის მზადებაზე ისაუბრა. კლიმენტის თქმით, მებრძოლი და მისი გუნდი UFC 317-ის საწვრთნელი ბანაკის ფინალურ ფაზაში იმყოფებიან:

“ყველაზე რთული ნაწილი – სპარინგი და მომზადების ფიზიკური მხარე – დასრულებულია. ერთადერთი, რაც გვრჩება მოგზაურობა, აკლიმატიზაცია, რამდენიმე პატარა დეტალის დამატება და დიდი დღით ტკბობაა.”

კლიმენტის თქმით, ქვემსუბუქი წონის ყოფილი ჩემპიონი საუცხოო ფორმაშია და მზადაა, MMA მოყვარულებს მორიგი დაუვიწყარი შოუ აჩუქოს, ამჯერად – ახალ დივიზიონში:

“სპარინგები შესანიშნავი იყო. 28 ივნისს ილია კიდევ ერთ შედევრს შექმნის. [რაც შეეხება ილიას ძალას 70 კგ-ში], მეც წონის მომატება მომიწია, მაგრამ ვერც ამან მიშველა. ამ მოსამზადებელი პერიოდის დროს პირველად მოხდა, რომ ილიამ საკუთარი დარყტმებით ნერვული სისტემა გამითიშა და კომბინაციებს ვივიწყებდი.

ერთ დღეს იმდენად ცუდად გავხდი, ჩემს გვერდით იყო და მეხმარებოდა. სხეულში ასეთი ძლიერი დარტყმები წარმოუდგენელი იყო.”

რაც შეეხება 29 ივნისის თოფურიას ჩარლზ ოლივეირასთან დაპირისპირებას მსუბუქი წონის ვაკანტურ ტიტულზე, ესპანელი მწვრთნელი მას შემდეგნაირად ხედავს:

“იმედი მაქვს, რომ ილია კიდევ ერთხელ გაიბრწყინებს და ყველას დაადუმებს. მთელი გუნდის მოლოდინი ასეთია. კიდევ ერთი ასრულებული ოცნება და – დარწმუნებული ვარ – კიდევ ერთი შესრულებული დავალება.”

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად MMA