გამოგვიწერეთ

MMA

ქართული მანქანა შეუჩერებელია – ომალი დანებდა

გააზიარეთ

პირველი ქართველი, რომელმაც  საჩემპიონო ქამარი ორჯერ დაიცვა! მერაბ დვალიშვილი ისევ ჩემპიონია.

34 წლის ქართველმა მებრძოლმა სუპერმსუბუქი წონის ყოფილი ჩემპიონი შონ ომალი მესამე რაუნდში დაამარცხა და ზედიზედ 12  ბრძოლის მოგებების სერიასთან ერთად საჩემპიონო ქამარიც შეინარჩუნა.

პირველი ორი რაუნდი მერაბმა ტაქტიკურად სწორად წარმართა და თეიქდაუნებით ცდილობდა მოწინააღმდეგის დაღლას. მესამე რაუნდში კი,  “ქართული მანქანა” ამუშავდა და ომალის პარტერში შანსი არ დაუტოვა.  ჩვენებურმა სპორტსმენმა მეტოქე პრაქტიკულად  ფეხზე არ ააყენა და მახრჩობელა ილეთით გაგუდა.

მოკლედ, მერაბ დვალიშვილი ისევ ჩემპიონია და კვლავ ვიმეორებთ ფრაზას – “არ გამოუგონებიათ ფორმულა, რომელიც მანქანას შეაჩერებს”.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად MMA