გამოგვიწერეთ

ტრანსფერები

პსჟ ზაფხულის პირველ ტრანსფერს უახლოვდება – ვინ დაიმატეს ფრანგებმა

გააზიარეთ

მიუხედავად ძალიან წარმატებული სეზონისა, პსჟ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შემადგენლობის გაძლიერებას აგრძელებს, ერთ-ერთი მთავარი აქცენტი კი დაცვის რგოლზეა გაკეთებული.

ფაბრიციო რომანო იტყობინება, რომ პარიზელები ზაფხულის პირველი ტრანსფერის დახურვას უახლოვდებიან – მათ ბორმუთის მცველ ილია ზაბარნისთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმეს, უკრაინელი მზადაა, პსჟ-ს შეუერთდეს.

ამის თაობაზე ზაბარნიმ ინგლისურ გუნდს უკვე აცნობა, ახლა კი მოლაპარაკებები კლუბებს შორის მიმდინარეობს. პსჟ ბორმუთთან სატრანსფერო თანხის თაობაზე შეთანხმებას ცდილობს.

ჯერჯერობით, შეთანხმება არ შემდგარა, თუმცა მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია, პსჟ მოწადინებულია, რომ გარიგება მალე შედგეს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ტრანსფერები