გამოგვიწერეთ

ტრანსფერები

პსჟ-ს კომპრომისი – რა დაჯდება დონარუმას ტრანსფერი

გააზიარეთ

უკვე დადასტურებულად – ჯანლუიჯი დონარუმა პსჟ-ს დატოვებს. იგი პარიზელ გულშემატკივარს როგორც პირადად, ასევე სოციალური ქსელიდანაც დაემშვიდობა, იტალიელის წასვლის მიზეზი კი ხელმძღვანელობასთან შეუთანხმებლობაა.

ფრანგული კლუბისთვის დონარუმას წასვლა დიდი დანაკლისი არ უნდა იყოს, რადგან პსჟ-მ ამაზე უკვე იზრუნა და გასული სეზონის ლიგა 1-ის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე, ლუკა შევალიე დაიმატა.

რაც შეეხება დონარუმას, მან პირადი კონტრაქტის დეტალები მანჩესტერ სიტისთან შეათანხმა, ტრანსფერს კი პსჟ-ს მხრიდან მაღალი სატრანსფერო ფასი აფერხებდა. როგორც ირკვევა, სწორედ ამიტომ, პსჟ-მ თავდაპირველად დასახელებული 50 მილიონი მკვეთრად შეამცირა და მზადაა, იტალიელს 30 მილიონად შეელიოს.

პარალელურად, სიტის ტრანსფერისთვის ედერსონის გალათასარაიში გაშვება სჭირდება. მოლაპარაკებები ამ მხრივაც აქტიურ პროცესშია, ბრაზილიელმა მეკარემ თურქულ გუნდთან პირობები შეათანხმა და კლუბებს შორის გარიგებას ელოდება.

შესაბამისად, სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე, წესით, ყველაფერი უნდა დალაგდეს – დონარუმა სიტიში, შევალიე პსჟ-ში, ხოლო ედერსონი – გალათასარაიში.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ტრანსფერები