გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

რამაზ სვანაძე – რესურსში შეზღუდულები ვართ

გააზიარეთ

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე ტურის მატჩიც ფრედ დაასრულა. როგორც ქუთაისში ჩრდ.ირლანდიასთან, რიგაშიც ლატვიის გუნდთან ერთნაირი ანგარიშით – 1:1 დაზავდა.

მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელი რამაზ სვანაძე ამბობს, რომ მესამე მატჩი აუცილებლად მოსაგებია.

„პირველ ტაიმში მხნედ არ გამოვიყურებოდით, მაგრამ მეორე ნახევარში მდგომარეობა გამოვასწორეთ და უკეთ ავთამაშდით. ქუთაისის მატჩმაც და დღევანდელმა შეხვედრამაც კიდევ ერთხელ გამოაჩინა, რომ შეტევების დამაგვირგვინებელ ფაზაში მეტი სიზუსტე გვმართებს.

თამაშის მიმდინარეობიდან და მთლიანი სურათიდან გამომდინარე ვიტყოდი, რომ მატჩის შედეგი ლოგიკური იყო. რესურსში შეზღუდულები ვართ და აქედან გამომდინარე ჩვენთვის მარტივი თამაშები არ არსებობს. ისე მოხდა, რომ შესარჩევი ეტაპის დაწყებამდე არც ამხანაგური მატჩები გვითამაშია და პირდაპირ ოფიციალური შეხვედრები დავიწყეთ, სადაც თითოეულ ქულას შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობაც ჰქონდეს. მესამე თამაში მალტასთან გველის და აუცილებლად უნდა მოვიგოთ“ – განაცხადა რამაზ სვანაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს 21 წლამდე ნაკრები F ჯგუფში გერმანიასთან, საბერძნეთთან, ჩრდ.ირლანდიასთან, ლატვიასთან და მალტასთან ერთად არის. მომდევნო მატჩს რამაზ სვანაძის შეგირდები 14 ოქტომბერს სტუმრად მალტასთან გამართავენ.

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ფეხბურთი