გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

რეალმა მალაგა გაანადგურა

გააზიარეთ

მადრიდის რეალმა ლა ლიგის მესამე ტურის შეხვედრაში მალაგა გაანადგურა. ,,სამეფო კლუბმა” მეტოქეს 4:0 სძლია.

მადრიდელებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს და პირველი ნახევარი საათის შემდეგ უკვე 3-0 იგებდნენ.

მატჩის პირველი გოლი მე-18 წუთზე ჯუდ ბელინგემმა გაიტანა. ინგლისელმა ბურთი საჯარიმოს გარეთ მიიღო, საჯარიმოში შეირბინა და მეკარეს ოსტატურად დაურტყა.

მეორე გოლი 26-ე წუთზე გავიდა და საკმაოდ კურიოზული გამოდგა.
კილიან მბაპემ ბურთი საჯარიმოში მიიღო და კარის მიმართულებით დაარტყა, მაგრამ მალაგას მეკარე ალფონსო ერერომ მოიგერია. ჰაერში აფრენილი ბურთი ბელინგემმა თავით ისევ კარისკენ გადაგზავნა, რის შემდეგაც მეკარე ერერო და მალაგას მცველი ერთმანეთში აირივნენ. ბურთი მეკარეს ზურგში მოხვდა და კარში შეგორდა.
ასე გაიფორმა მეკარე ერერომ ავტოგოლი.

30-ე წუთზე ინგლისელ ტრენტ ალექსანდრ-არნოლდის პასის შემდეგ გოლი კილიან მბაპემ გაიტანა.

მეორე ტაიმში რეალმა კიდევ. ერთი გოლი გაიტანა, რომლის ავტორიც თურქი არდა გიულერი გახდა. ვინისიუსმა ტექნიკის დემონსტრირება მოახდინა და თანაგუნდელი ცარიელ კართან დატოვა.

საბოლოოდ, რეალმა 4:0 მოიგო და სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი დაიბრუნა.

რეალი 4:0 მალაგა
1-0 ბელინგემი (19), 2-0 ერერო (26), 3-0 მბაპე (30), 4-0 გიულერი (90-1)

ავტორი: კახა მიხანაშვილი

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად ფეხბურთი