გამოგვიწერეთ

ტრანსფერები

რეკორდი დამყარებულია – ისაკი ლივერპულის ფეხბურთელია

გააზიარეთ

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ერთ-ერთი მთავარი საგა დასრულებულია – ალექსანდრ ისაკი კარიერას ლივერპულში გააგრძელებს.

როგორც გაუწყეთ, ლივერპულში დარწმუნებულნი იყვნენ, რომ სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს ისაკის გაფორმებას შეძლებდნენ და ასეც მოხდა – ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, კლუბებს შორის გარიგება ოფიციალურად შედგა.

შვედი ფორვარდი პრემიერ ლიგის ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერია. მერსისაიდულმა გრანდმა ისაკის სანაცვლოდ ნიუკასლს 130 მილიონი გადაუხადა.

ისაკი ლივერპულში სამედიცინო შემოწმებას დღეს გაივლის და კონტრაქტსაც დღესვე გააფორმებს. აღნიშნული კონტრაქტი ლივერპულსა და ალექსანდრს შორის ჯერ კიდევ ერთი თვის წინ შეთანხმებული იყო.

რაც შეეხება ნიუკასლს, გუნდმა ისაკის შემცვლელი უკვე იყიდა – მათ შტუტგარტიდან ნიკ ვოლტემადე გაიფორმეს.

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ტრანსფერები