გამოგვიწერეთ

ნაკრები

რიჩარდ ქოქრილი: ირლანდიასთან მოსაგებად ვითამაშებთ

გააზიარეთ

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ზაფხულის ტესტ-სერიის  პირველ შეხვედრას ირლანდიის წინააღმდეგ გამართავს.  დღეს, მატჩის მასპინძელ სტადიონზე ბორჯღალოსნებმა კაპიტნის ვარჯიში გამართეს, რომლის შემდეგაც რიჩარქ ქოქრილმა  და ბექა საღინაძემ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

“რამდენიმე პოზიციაზე სიღრმის პრობლემაა და დიდი არჩევანის საშუალება არ გვქონდა.  10 ნომრის პოზიციაზე ორი ისეთი მორაგბე გვყავს, რომლებსაც სათამაშო პრაქტიკა აკლიათ. თედოს ტრავმის გამო დიდი  დრო  გაუცდა, არც ლუკას ჰქონია ბევრი სათამაშო პრაქტიკა, მაგრამ ორივე მაღალი კლასის მორაგბეა და მათი მეიმედება. ყველა გარემოების გათვალისწინებით, საუკეთესო შემადგენლობა შევკრიბეთ და ხვალ მოსაგებად ვიბრძოლებთ.” – თქვა რიჩარდ ქოქრილმა.

“ჩემს სანაკრებო კარიერაში ერთადერთხელ იტალიასთან იყო შემთხვევა, როდესაც სტადიონი შეივსო. ქომაგობას დიდი მნიშვნელობა აქვს და იმედია ხვალ  სტადიონი შეივსება.  ხვალ, მხოლოდ მოსაგებად გავალთ მოედანზე” – აღნიშნა ბექა საღინაძემ.

საქართველო-ირლანდიის მატჩი ხვალ,თბილისის დროით, 21:00-ზე გაიმართება. გეტყვით იმასაც, რომ ირლანდია მსოფლიო რაგბის რეიტინგში მესამე ადგილს იკავებს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

მარტი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  

იხილეთ სრულად ნაკრები